Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: დღეს ლარი რომ უფრო მყარი იყოს, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ექსპორტს

30 დეკემბერი, 2016 21:42

დღეს რომ უფრო მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, მაგრამ ეს მნიშნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპერტს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს გარკვეული წონასწორობა მიღწეულია.

„არ არის საუბარი მხოლოდ ერთდღიან ზარალზე, საუბარია, რომ ეს ხელს შეუწყობდა კიდევ უფრო იაფი იმპორტის წამოსვლას და კიდევ უფრო გაუფასურებას ჩვენი ეროვნული ვალუტის. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დოლარის მომავალ პოზიციაზე. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოსახლეობას. როცა საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს ჩვენ თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ ჩავკეტოთ ბაზარი იმიტომ რომ ადგილობრივი მეწარმეების მძევლები გავხდებით. ამიტომ, გვაქვს ღია ეკონომიკა, ხელს ვუწყობთ სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს და ვიქნებით აუცილებლად დამოკიდებული დოლარის პოზიციაზე. თუმცა გრძელვადიანიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია" - თქვა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6562-ია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^