Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირინა ფუტკარაძე: ხვალ დაახლოებით გვეცოდინება, ბორდის რომელი წევრი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს

04 იანვარი, 2017 18:17

„ხვალ დღის ბოლოს უკვე დაახლოებით გვეცოდინება, ბორდის რომელი წევრი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ირინა ფუტკარაძემ განუცხადა.

მან თინათინ ბერძენიშვილისა და ზაალ ანჯაფარიძის გასაუბრებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე კანდიდატი ღირსეულად წარმოჩნდა სამეურვეო საბჭოს წინაშე და ძალიან კარგი სამოტივაციო წერილები ჰქონდათ.

„კარგი პრეზენტაციები ჰქონდათ, თუმცა ჯერ ნაადრევია რაღაცაზე მსჯელობა, რადგან ჯერ სამი კანდიდატია დარჩენილი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო და ვფიქრობ, ამას ვასრულებთ. სხვადასხვა მიმართულებით იყო შეკითხვები, მათ შორის, პოლიტიკის თვალსაზრისით, თუ რა ხედვები აქვს კანდიდატებს“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს სამ კანდიდატთან - ზაალ ანჯაფარიძესთან, თინათინ ბერძენიშვილსა და ნათია კუპრაშვილთან ჰქონდათ გასაუბრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^