Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღლაფერიძე: არ ვაპირებ, მჭერმეტყველებაში გავეჯიბრო, სკეპტიკოსებს საქმით უნდა ვუპასუხოთ

06 იანვარი, 2017 16:26

სკეპტიკოსებს საქმით უნდა ვუპასუხოთ, პოლემიკაში შესვლა არაფერს გვაძლევს. არ ვაპირებ, მჭერმეტყველებაში გავეჯიბრო სკეპტიკოსებს - ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. 

როგორც მან „მოამბესთან" საუბარში აღნიშნა, სკეპტიკოსების პასუხი სწორი მიმართლებით გადადგმული ნაბიჯები იქნება. 

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაღლაფერიძე ამბობს, რომ არხი მედიაბაზარზე ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ უნდა იქცეს. 

„ორშაბათიდანვე უნდა ჩავატაროთ ინვენტარიზაცია, [რომ შევაფასოთ], რა შესაძლებლობები გვაქვს. ვგეგმავთ გრძელვადიანი გეგმის გაკეთებას, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ყველა აქტივობა. უმოკლესი გზა უნდა გავსახოთ, როგორ უნდა შევძლოთ, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები გავხდეთ. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი. რა საკვირველია, სხვა გადაცემებიც" - ამბობს მაღლაფერიძემ. 

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს და მას უბრალოდ ორგანიზება სჭირდება. 

„ჩემი ძირითადი საყრდენი რა თქმა უნდა იქნება ადილობრივი კადრები. შესაძლოა, მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ეს ბუნებრივი ამბავია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის გახსნილი იქნება კადრებისთვის, რომლებიც ჩვენ დაგვჭირდება. თუმცა, ჩვენი საყრდენი მაუწყებლის არსებული მდგომარეობაა" - თქვა მაღლაფერიძემ. 

მაღლაფერიძემ საბჭოს წევრების ექვსი ხმა მიიღო. დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში 5 კონკურსანტი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^