Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღლაფერიძე: რა თქმა უნდა, მაქვს პოლიტიკური გამოცდილება, რაც, ვფიქრობ, პლუსია

06 იანვარი, 2017 18:43

რა თქმა უნდა, მე მაქვს პოლიტიკური გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს პლუსია - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ „კურიერთან" საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, მის პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბარი უხერხულია. 

„მე მაქვს ეს პოლიტიკური გამოცდილება, ისევე როგორც ყველას, ვინც ქვეყნის პროცესებში მონაწილეობს. თუ იქ რამე საჩოთიროა, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩემს პოლიტიკურ გამოცდილებაშია თანხმობის კომისიის თავმჯდომარეობა და 200 ზვიადისტის ციხიდან გამოშვება, არჩევნების გამართვა, როცა იქ გუბერნატორი ვიყავი. რაც შეეხება ურთიერთობას „ქართულ ოცნებასთან", ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური თემა. ვიღაც წევრებს ვიცნობ „ქართულ ოცნებაში". არც არასდროს ვყოფილვარ მისი წევრი და არც ვალი მაქვს და არც ვალდებულება „ქართული ოცნების", ისევე როგორც სხვა პარტიის" - თქვა მაღლაფერიძემ. 

მისი განცხადებით, ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ „მე-9 არხზე" მისი ყოფნა ცუდი პოლიტიკური გამოცდილებაა. 

„შეცდომებიც მქონდა და მიღწევებიც, მაგრამ ამას მთლიანად მოვახმარ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურადაც მიუკერძოებელი იქნება, არც არავის გავლენის ქვეშ არ იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიდერი მედიასაშუალება გახდება" - თქვა მაღლაფერიძემ. 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას დააზარალებს. 

„მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან.

საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინეს არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა და სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას" - ნათქვამია განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. გადაწყვეტილება სამეურვო საბჭომ დღეს მიიღო. მაღლაფერიძემ საბჭოს წევრების ექვსი ხმა მიიღო.

დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში 5 კონკურსანტი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^