Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის ექნება პირად მონაცემებზე წვდომა - „ეს შენ გეხება“ კანონმდებლებს შეხვდა

09 იანვარი, 2017 16:10

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ფარული მიყურადება-თვალთვალის წესზე მსჯელობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირად ცხოვრებაზე წვდომა და მიყრადება-თვალთვალი არა სუს-მა, არამედ დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა განახორციელოს. ამაზე არასამთავორობო ორგანიზაციები კამპანიის ფარგლებში აქამდეც საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიყურადება-თვალთვალის დღეს მოქმედი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო და ხელისუფლებას და პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 31 მარტამდე მისცა.

არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებული მოდელით, ე.წ. გასაღები დამოუკიდებელ ორგანოს ექნება. მას მერე, რაც საგამოძიებო ორგანო გადაწყვეტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიყურადება-თვალთვალი აუცილებელია, ნებართვის თხოვნით სასამართლოს მიმართავს. ნებართვის გაცემის შემთხვევაში გამოძიება მას დამოუკიდებელ ორგანოს წარუდგენს, ის კი მიყურადების უფლებას მობილური ოპერატორებს სთხოვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, დამოუკიდებელ ორგანოს პარლამენტი დააკომპლექტებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება და მონიტორინგს განახორციელებს.

„ამ ეტაპზე მოქმედებს მოდელი, რომელიც გულისხმობს, რომ სუს-ს აქვს ერთ-ერთი გასაღები, რაც არაკონსტიტუციურია. კამპანია „ეს შენ გეხებას” კონკრეტული კანონპროექტი აქვს შემუშავებული, რომელიც გულისხმობს, რომ სუს-ს აღარ უნდა ჰქონდეს ეს გასაღები და ზოგადად, გასაღები აღარ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთი ორგანოს ხელში. ეს გასაღები უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ საგენტოს, რომელსაც პარლამენტი დააკომპლექტებს. სააგენტოს ინტერესი არ ექნება, რომ ბოროტად გამოიყენოს ეს გასაღები და მოქალაქეთა პირადი ცხოვრება უფრო მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ვიდრე ეს დღეს არის. ამ კანონპროექტს წარვადგენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან“.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმება არსებობს და მასში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან წარმოდგენილი. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ისინი ამაზე მსჯელობენ. მისი თქმით, აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია - სახელწმიფო უსაფრთხოება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^