Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

09 იანვარი, 2017 21:38

ამ წუთებში დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან გაჩეჩილძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის სასამართლო პროცესი. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების ფორმას განიხილავდა. საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაჩეჩილაძეს ამგვარ ღონისძიებად 5000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებული უკანონოდ დააკავეს, რადგან მან თავადვე გამოთქვა სურვილი რომ ეთანამშრონლა. "ამდენად მისი მიმავლის საფრთხე არ არსებობდა". ეს არგუმენტი სასამართლომ გაიზიარა. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა. 


მოგვიანებით გვარამიაზე თავდასხმა თავად გაჩეჩილაძემ ასევე ფეისბუქზე აღიარა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

მუხლი ითალისწინებს  ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ნარკოპოლიტიკის პროექტზე სამსჯელოდ აქტივი ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

კვლევა: გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაუ ...

რა სასჯელი გელით, თუ გაუფრთხილებლობით ჩაიდენთ დანაშაულს და როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებები მსგავს დანაშაულებთან მიმ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ალექსეი ნავალნის 2028 წლამდე არჩევნებში ...

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად რამდენჯერმე მოეწყო აქცია. „კორუფციასთან ბრძო ...
^