Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფარული მიყურადება-თვალთვალის საკითხზე ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობოებიც იმუშავებენ

10 იანვარი, 2017 11:50

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ე.წ. გასაღების საკითხზე სამსჯელოდ და კანონმდებლობის შესამუშავებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შედიან.

32-წევრიანი ჯგუფი ასე დაკომპლექტდა: პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები - ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შალვა დოლიძე, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი, საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის წევრი ნიკოლოზ მარგველაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე, „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლიკა საჯაია, საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე, ISFED-ის წარმომადგენელი ნინო რიჯამაძე და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე. 

სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს, 14 საათზე პარლამენტში გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობის შესაცვლელად და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს ვადა 31 მარტამდე მისცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^