Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: კატეგორიულად მოვითხოვ ბარებში მამაკაცების არშეშვების დისკრიმინაციის აღმოფხვრას

11 იანვარი, 2017 10:04

პრემიერ-მინისტრი  სახელმწიფო უწყებებისგან კატეგორიულად მოითხოვს, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე ბარებში ადგილობრივი მამაკაცების არშეშვების სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტები აღმოფხვრან. შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დააყენა. 

პრემიერის თქმით, ამ პრობლემის აღოსაფხვრელად მთავრობამ გარკვეული ძალისხმევა უკვე გასწია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს არასაკმარისია. მისი თქმით, აღნიშნულ ბარებში, როგორც მისთვის ცნობილია,  მხოლოდ „მანდილოსნებს უშვებენ, რაც ძალიან მძიმე საკითხია". 

მისი თქმით, „საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა", ამიტომ,  საკითხის მოგვარებას კატეგორიულად მოითხოვს. 

მან ადამიანის უფლებების საკითხებში მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს მოუწოდა, საკითხი შეისწავლოს.

„მინდა ვახსენო ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება არ იყოს ასეთი პროზიტიური, როგორც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარები თუ სხვადასხვა ობიექტი, სადაც სამწუხაროდ ხდება კანონდარღვევები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მხრივ იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მინდა, შს მინისტრს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ უშვებენ მანდილოსნებს მხოლოდ. ეს ძალინ მძიმე საკითხია. მე მინდა, რომ ყოველგვარი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ კანონის მეშვეობით გვაქვს საშუალება, რომ ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არცერთი ახალგაზრდა, ამიტომ სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით მინდა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში.

ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს ადამიანის უფლებების ნაწილში, სოფიო ჯაფარიძეს დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. თუ ეს რაიმე დახურული ტიპის კლუბია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმებით ხდება აქ ადამიანების შესვლის შერჩევა. თუ ეს ღია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტია, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს  და იმავე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა, და არც დამატებით შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდებს" - თქვა პრემიერმა.                              

მოგვიანებით, პრემიერმა ამ საკითხზე განმარტება გააკეთა: პრემიერი: ამ კლუბებში გოგონების პროსტიტუციაა, რასაც არცერთი ქართველი მამამაკაცი არ მოითმენს

                                                                                      

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.  სუს-ის ინფორმაციით, ამ პოზიციის ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

„დეპუტატების პოლიტიკური ჩართულობის გასაზ ...

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

საზმაუ „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე შე ...

„შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია" - საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო „მა ...
^