Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ჯანელიძე რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

11 იანვარი, 2017 11:02

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებსა და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გააქტიურების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა.
 
მიხეილ ჯანელიძემ დაგმო ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ.
თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და NATO-ს ღონისძიებათა პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით თურქეთის მიერ გაწეული კონტრიბუციისთვის“.- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^