Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ამ კლუბებში გოგონების პროსტიტუციაა, რასაც არც ერთი ქართველი მამამაკაცი არ მოითმენს

11 იანვარი, 2017 11:54

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავის განცხადებაზე - რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე ბარებში ქართველი მამაკაცების არშეშვებასთნ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

„რატომღაც მოხდა ინტეპრეტირება, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო.

„კლუბებში ხდება პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების და არც ერთ ქართველი მამამაკაცი არ მოითენს იმას, რაც იქ ხდება. ამიტომ არ ხდება იქ ქართველი მამაკაცების შეშვება. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს და ამ სიტუაციის შესწავლა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდიკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევა, რამდენადაც შეიძლება ხდებოდეს მდედრობით სქესის ადამიანების შეშვება და არა მამრობითი სქესის", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,აღნიშნულ კლუბებში ქართველ მამაკაცებს იმიტომ არ უშვებენ, რომ იქ ხდება ქართველი არასწულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს, რაც შეიძლება მალე".

მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა არავითარ შემთხვევაში სტიქიურად არ უნდა მოხდეს.

„მესმის, რომ ძალიან ემოციური საკითხია, მაგრამ კიდევ ვამბობ: ეს მნიშვნელოვანია, რადგან საკითხი ეხება კანონდარღვევას. კანონდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის უცხოელ ინვესტორს. რა თქმა უნდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქ ხდება კანონდარღვევა ბევრი კუთხით. პროსტიტუცია კანონდარღვევაა საქართველოში.  ჩემი ინფორმაციით, იქ ხდება განსაკუთრებით მძიმე, არასრულწლოვნების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს ეროვნული ღირსების საკითხია და არ უნდა დავმალოთ, არ უნდა მივუშვათ, რომ სტიქიურად, ემოციებზე მოხდეს ამ საკითხის აგორება. საჯაროდ იმიტომ გამოვიტანე, რომ საკანონმდებლო ფარგლებში მოხდეს გადაწყვეტა", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

სააკაშვილი: საქართველოში ნაციონალური მოძ ...

მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველ ...
16 იანვარი
16 იანვარი

სააკაშვილი: "ევროპული საქართველოს" შექმნ ...

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან არ იცოდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა არჩევნებამდე რამდ ...
16 იანვარი
16 იანვარი

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების სა ...

ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია გ ...
^