Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: იცვლება გადახდის ფორმა "გაზპრომთან" და ფულად ანაზღაურებაზე გადავდივართ

11 იანვარი, 2017 13:22

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია. თუმცა რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად "შევძელით გაზპრომ ექსპორტისგან ოპტიმალური წინადადების მიღება". 

”გაზპრომი” სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა. აქამდე კომპანია გატარებული გაზის 10%-ს ნედლეულის სახით იხდიდა. კალაძის თქმით, მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. 

„განვიხილეთ გაზპრომის საბოლოო წინადადება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, მოგეხსენებათ 2016 წელს იყო გაფორმებული და 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. ამით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენ ასევე შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასკამაყოფილებლად შემცირებულ ფასად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობა. ხელშეკრულება მოკლევადინაია, 2 წლის ვადით. თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, თუმცა, შემდეგ ფულადი ანაზღაურების ფორმით გაგრძელდება. ეს იყო ოპტიმალური გადწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია“,- ამბობს კალაძე.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^