Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრის მოადგილე პრემიერის დავალებაზე: დავალება მიღებულია და მუშაობა დავიწყეთ

11 იანვარი, 2017 13:32

შს მინისტრის მოადგილემ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერსგან  მიღებულ დავალებაზე განაცხადა, რომ შსს-მ უკვე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. 

„დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ შედეგებს ამ მუშაობის, თუ რა კეთდებოდა იქამდე და ასევე დავალების შემდეგ რა გაკეთდა“.-განაცხადა  შალვა ხუციშვილმა.

დღეს  პრემიერ-მინისტრმა  სახელმწიფო უწყებებისგან კატეგორიულად მოითხოვა, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე ბარებში ადგილობრივი მამაკაცების არშეშვების სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტები აღმოფხვრან. .

შემდეგ პრემიერმა განმარტა, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

„რატომღაც მოხდა ინტეპრეტირება, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო.

„კლუბებში ხდება პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების და არც ერთ ქართველი მამამაკაცი არ მოითენს იმას, რაც იქ ხდება. ამიტომ არ ხდება იქ ქართველი მამაკაცების შეშვება. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს და ამ სიტუაციის შესწავლა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდიკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევა, რამდენადაც შეიძლება ხდებოდეს მდედრობით სქესის ადამიანების შეშვება და არა მამრობითი სქესის", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,აღნიშნულ კლუბებში ქართველ მამაკაცებს იმიტომ არ უშვებენ, რომ იქ ხდება ქართველი არასწულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს, რაც შეიძლება მალე".

მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა არავითარ შემთხვევაში სტიქიურად არ უნდა მოხდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^