Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WNM: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

11 იანვარი, 2017 14:12

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ Facebook-ზე გამოეხმაურა. მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ შეაფასოს 31 დეკემბრის აქცია.
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ გაასაჩივრა სსკ 265-ე მუხლის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომელთა ძალითაც მცენარე კანაფის დათესვა საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე წარმოებაში გასული წლის სექტემბერში მიიღო. 
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 
„ვრცელდება ინფორმაცია რომ ამ წუთებში ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი / Girchi-ს ოფისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შეგახსენებთ რომ ახალი წლის ღამეს, გირჩის წევრებმა და მხარდამჭერებმა საჯაროდ დათესეს მცენარე კანაფის თესლები ათეულობით ქოთანში, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც გირჩიდან შეგვატყობინეს, შსს-ს წარმომადგენლებს თან აქვთ სასამართლო განჩინება და აპირებენ ქოთნების წაღებას გირჩის ოფისიდან. ამ წუთებში კი მიმდინარეობს ოფისის ჩხრეკა.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ რამდენიმე თვის წინ გაასაჩივრა სსკ 265 მუხლის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომელთა ძალითაც მცენარე კანაფის დათესვა საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღონ 2016 წლის სექტემბერში და უახლოეს ხანებში ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაელოდოს საკონსტუტიცო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ახალი რეალობის გათვალისწინებით შეაფასოს გირჩის ეს აქცია. მანამდე კი მოვითხოვთ რომ სახელმწიფომ არ განახორციელოს მკაცრი საპოლიციო მოქმედებები გირჩის აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მისამართით“, - წერია მოძრაობის განცხადებაში
„გირჩის" ოფისში პარტიის წევრებმა და მათი მოთხოვნების მხარდამჭერებმა მარიხუანა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში 31 დეკემბერს დათესეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება 31 დეკემბერს დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^