Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის ფლობაზე ბრალდებას მოსკოვი უარყოფს

11 იანვარი, 2017 17:18

დონალდ ტრამპის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალის ფლობის შესახებ ბრალდებას კრემლი უარყოფს. CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვმა ბრალდებას სიცრუე უწოდა. 

ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გახმაურებული ბრალდება რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის დაზიანებას ისახავს მიზნად. 

გასულ კვირას აშშ-ის კონტრდაზვერვის სამსახურმა ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს 2-გვერდიანი სინოფსისი წარუდგინა დოკუმენტისა, რომელიც დონალდ ტრამპს ეხება და რომელიც ბრიტანელმა დაზვერვის სამსახურის ოფიციალურმა პირმა შეადგინა. 

CNN-ის წყაროების თანახმად, დოკუმენტში რუსულ მხარეს ტრამპის პირადი ცხოვრებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია აქვს. 

დოკუმენტი ასევე შეიცავს ინფორმაციას, რომ აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის თანაშემწეებსა და რუსეთის მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობდა. 

ტრამპმა ბრალდებები უარყო და მას „პოლიტიკური ნადირობა" უწოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^