Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა გაზპრომს" - „გაზპრომთან" შეთანხმების გასაპროტესტებლად 18 იანვარს აქცია იგეგმება

11 იანვარი, 2017 17:59

გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღებაზე მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება

ივენთში, რომელიც Facebook-ზე სახელით „არა გაზპრომს!" შეიქმნა, ნათქვამია, რომ ხელმოწერის შემთხვევაში, შეთანხმება საქართველოს წამგებიან მდგომარეობაში გადაიყვანს.

განცხადებსი ტექსტს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„არა გაზპრომს !

საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება - იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ. 

შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. 

გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას. 

თუ არ გინდა შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე" - ნათქვამია განცხადების ტექსტში. 

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია. თუმცა რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად "შევძელით გაზპრომ ექსპორტისგან ოპტიმალური წინადადების მიღება". 

”გაზპრომი” სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა. აქამდე კომპანია გატარებული გაზის 10%-ს ნედლეულის სახით იხდიდა. კალაძის თქმით, მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. 

კალაძე: იცვლება გადახდის ფორმა "გაზპრომთან" და ფულად ანაზღაურებაზე გადავდივართ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^