Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WEG: „გაზპრომთან" ახალი ტრანზიტის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესებულია ძველთან შედარებით

12 იანვარი, 2017 12:44

„გაზპრომთან" ახალი ტრანზიტის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესებულია ძველთან შედარებით, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით - ასე აფასებს „გაზპრომთან" მოლაპარაკებების შედეგს ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG), რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას.

WEG-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთისგან გაზის შესყიდვის შეთანხმებული ფასი ($185 დოლარი/1000მ3) პოლიტიკურია და აღემატება სომხეთისათვის ($165 დოლარი/1000მ3) და თუნდაც გერმანიისთვის ($160 დოლარი/1000მ3) მიწოდებული გაზის საფასურს.

„რუსეთთან მოლაპარაკებისას გამოიყენება ისეთივე მიდგომა, როგორც ჩვეულებრივ სავაჭრო პარტნიორთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ღიად არღვევს საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აქვს მკაფიო პოლიტიკური ინტერესები და ფლობს მრავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ (ენგურჰესი და აფხაზეთის მოხმარება, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება, ენერგეტიკული აქტივების ფლობა და სხვა)" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციის წევრთა შეფასებით, 11 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის წარდგენილი მოლაპარაკების შედეგებით,  საქართველო კარგავს გაზის ტრანზიტის დღემდე მოქმედ სარგებელს და გაუარესებულ პირობებს სთანხმდება.

„- ცნობილია, რომ ახალი პირობებით მისაღები ფულადი ანაზღაურება რამდენჯერმე ნაკლებია ვიდრე ძველი ხელშეკრულებით მისაღები გაზის ღირებულება.

- ახალი შეთანხმებით, შესაძლებელია რუსეთისგან გაზის შესყიდვა 185 დოლარად (ათას კუბმ-ზე), ოღონდ ე.წ. „სოციალური“ სექტორისათვის და მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში, ანუ კომერციულ სექტორში სოკართან კონკურენციაზე ლაპარაკი არ არის.

- ხელშეკრულება ორწლიანია და 2017 წელს ნაწილობრივ ისევ იმოქმედებს ნატურით ანაზღაურება, თუმცა, ამავე დროს ცხადია, ძველი პირობების, ანუ ნატურით 10%-იანი ანაზღაურების აღდგენა, დიდი ალბათობით, მომავალში ვეღარ მოხდება.

- მოლაპარაკება დამთავრებულია და მთავრობის მიერ მოწონებული. ენერგეტიკის სამინისტრო მიანიშენებს, რომ მოლაპარაკების შედეგი იძულებითია და ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას შეიძლება დაუდგეს რუსეთის პირობებზე არდათანხმების შემთხვევაში“.

ორგანიზაციის განმარტებით, „გაზპრომთან მოლაპარაკება“ მიმდინარეობდა ერთი-ერთზე, დახურულ რეჟიმში, მომზადებული სტრატეგიის, რისკის ანალიზის, გათვლილი სცენარების, კვალიფიციური ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის, პოლიტიკური მოკავშირეებისა და საზოგადოებრივი თანამონაწილეობის გარეშე. მათი შეფასებით, ეს არ იძლევა საკმარის წინაპირობას იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული ქვეყნის ინტერესები და მიღწეულ იქნას საუკეთესო შედეგი

„გაუმჭვირვალე გარემოში ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ არ მოხდა პირობების ცვლილება შარშან, ანალოგიურ მოლაპარაკებებზე და რა იყო ის დამარწმუნებელი არგუმენტები, რამაც რუსეთი აიძულა შეენარჩუნებინა საქართველოსთვის მომგებიანი პირობები; რატომ ვერ გამოვიყენეთ წელს იგივე არგუმენტები და ხომ არ არის წლევანდელი ცვლილება შეთანხმებული წინა წლის მოლაპარაკებებზე. სამინისტრო არ ასაჯაროებს ტრანზიტის ფულად საფასურს და აცხადებს მას „კომერციულ საიდუმლოდ“, თუმცა მოლაპარაკების მხარეები არ არიან სრულფასოვანი კომერციული აგენტები და ტრანზიტის ფასი „საიდუმლოდ“ რჩება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის. დიდი ალბათობით, სხვა დაინტერესებული მხარეები, საკუთარი არხებით, ადვილად მიიღებენ ინფორმაციას ამ ფასის შესახებ;

ამასთან, ტრანზიტის საფასური არის არა სემეკის მიერ დადგენილი, არამედ სამინისტროს მიერ მოლაპარაკებულია და, სავარაუდოდ, მასში არ არის სრულად ასახული ტრანზიტთან დაკავშირებული წარსული და მომავალი ხარჯი“.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას საჭიროებს, თანაც საგარეო ურთიერთობების სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით.  

„გაზის ბაზარში არსებული გაუმჭვირვალე არაკონკურენტული გარემო ეწინააღმდეგება ქვეყნისა და მომხმარებლების ინტერესებს. საჭიროა მეტი დივერსიფიცირება და გაზის ბაზრის რეფორმა, გამჭვირვალე რეგულირების და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა. დასამუშავებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს დარგის განვითარებას და სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება მისი მესვერურებისათვის. ენერგეტიკის მართვის არსებული გაუმჭვირვალე პრაქტიკა არ იძლევა ქვეყნისა და მომხმარებლის ინტერესების სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობას და უნდა სასწრაფოდ შეიცვალოს რეფორმების გატარებით“.

ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის ტრანზიტი პირდაპირ არ ექვემდებარება საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით რეგულირებას, ვინაიდან გაწევრიანების პროტოკოლით გაზის ტრანზიტის არსებული შეთანხმებები გათავისუფლებულია ევროპულო დირექტივების მოთხოვნებისგან (დეროგაცია).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მაისი
28 მაისი

პაოლო ალი: სესიის თბილისში გამართვა დემო ...

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდ ...
28 მაისი
28 მაისი

პრემიერის პასუხი რუსეთის წარმომადგენელს: ...

„საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი, - ასე უპასუხა ს ...
28 მაისი
28 მაისი

საია: საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თუ ...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩ ...
^