Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილსერვის ჯგუფი": „9 აპრილის" ბაღში მოჭრილი ხეები ხმელი და საფრთხისშემცველი იყო

12 იანვარი, 2017 12:45

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებით, „9 აპრილის“ ბაღში მოჭრილი ხეები, რომელთა ფოტოებიც „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ გუშინ გაავრცელა, ხმელი იყო.

მათი ინფორმაციით, მოიჭრა რამდენიმე ხმელი ხე, რომელიც მოსახლეობას უქმნიდა საფრთხეს.

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილსერვის ჯგუფი" თავის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში გეგმურ სხვლა-ფორმირებებს ახორციელებს. დღეს „9 აპრილის" სახელობის ბაღში ხეების სხვლა-ფორმირება და ასევე ხმელი ხეების მოჭრა განხორციელდა. მოიჭრა რამდენიმე ხმელი ხე, რომელიც მოსახლეობას უქმნიდა საფრთხეს. „თბილსერვის ჯგუფმა" მის მოვლა პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში 2016 წლის განმავლობაში საგაზაფხულო და საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა ჯიშის 393 000 ძირი ყვავილი და 12692 მარადმწვანე ხე–მცენარე დარგო“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^