Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვენეტაძე: სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი იქმნება

12 იანვარი, 2017 13:31

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი იქმნება. მისი განმარტებით, ინსპექტორი იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება.

„კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილია უკვე კონკრეტული ვადა. საბჭომ დაიწყო მუშაობა, ჩვენ ამ კვირაშიც გვაქვს სხდომა, სადაც იურიდულ სამსახურს მიეცემა დავალება, რომ მომზადდეს ის კანონქვემდებარე იურიდიული აქტები, რომლებიც რიგი დებულებების ასამოქმედებლად იქნება საჭირო, მათ შორის დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ასამოქმედებლად“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური განახორციელებს დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას და მოკვლევას. დამოუკიდებელ ინსპექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩევა 5 წლის ვადით და მისი გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ გაწერილი საფუძვლების არსებობისას.

კანონი კრძალავს დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევას სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მიზნით. ის ვალდებულია, ასეთი ჩარევის შესახებ განუცხადოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დამოუკიდებელი ინსპექტორი ანგარიშს აბარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, დამოუკიდებელი ინსპექტორის გათავისუფლების მოთხოვნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვის უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციის ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია, მოკვლევა ჩაატაროს ობიექტურად და მიუკერძოებლად. შეისწავლოს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, როგორც დისციპლინური საქმის შემოწმების (გამოკვლევის) დაწყების, ასევე მისი მსვლელობისა და დასრულების ეტაპებზე.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ნაწილია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^