Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებზე მსჯელობენ

12 იანვარი, 2017 14:47

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტი დღეს პარიზში მიმდინარე სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატებისთვის რეკომენდაციის გაწევის საკითხზე იმსჯელებს.

კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლეთა შერჩევის კომისია დღეს იმსჯელებს, გაუწიოს თუ არა რეკომენდაცია საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს იმისათვის, რომ შემდგომ ისინი ანსამბლეას წარუდგინონ კენჭისყრისთვის.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომისიამ საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის რეკომენდაციის მიღება ოქტომბერში გადადო.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან სამი კანდიდატურაა წარდგენილი - ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესის მიხედვით, მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი ქვეყნის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან ინტერვიუს მართავს. კომიტეტის განცხადების თანახმად, საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართა. 

კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კანდიდატებს საბოლოოდ კენჭს საპარლამენტო ასამბლეა უყრის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

რობაქიძის ქუჩაზე ავტომობილი ამოყირავდა

რობაქიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა.  შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ორი აქცია

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ" მარჯანიშვილის გამზირზე „რუსული ფაშიზმის" საწინააღმდეგოდ აქ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონ ...

ბიძინა ივანიშვილი Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ეს მისი პირველი საჯარო ფოტოა მას შემდეგ, რაც „ ...
^