Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაჭაში, დაახლოებით 50 000 ჰექტარზე, ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

12 იანვარი, 2017 15:07

რაჭაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტმა“ გაავრცელა.  დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, რათა შემოისაზღვროს ის ტერიტორია, რომელიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. 

„ეს პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიოს ფონდმა დააფინანსა და ახლა უკვე დასასრულს უახლოვდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რის შემდეგაც მოიხაზება რაჭაში ის არეალი, რომელიც თავისუფალია და მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ეს ტერიტორია შევა  შემდეგ რაჭის ეროვნულ პარკში.

მომზადდება კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა დასამტკიცებლად. ეროვნული პარკი მოიცავს ონისა და ამბროლაურის ტერიტორიებს, დაახლოებით საუბარია 50 000 ჰექტარზე. კვლევის შემდეგ გამოჩნდება ამაზე ნაკლები იქნება, თუ ცოტა მეტი. შესაძლოა ამ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იყოს ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი“. - განუცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან „ლიბერალს“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^