თბილისის მერიამ 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტისთვის და 25 დეკემბერს გამართული „საშობაო ზღაპრისთვის“ სატელევიზიო ამწით, სატელევიზიო რელსითა და გენერატორით მომსახურება გიორგი ბარათაშვილს დაუკვეთა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორია.
მერიამ ამ მომსახურებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ უწყება პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტულ პირსა თუ კომპანიასთან და ამ შემთხვევაში კონკურსში სხვა დაინტერესებული პირები ვერ მონაწილეობენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 14 720 ლარს შეადგენდა.
„ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, რომ მას ეს ტექნიკა თავად არ აქვს.
„ჩემს მეგობრებს აქვს და ვიქირავეთ ერთმანეთისგან. არანაირად არ უკავშირდება [ყოფილ სამსახურს], ბიზნესი ნამდვილად არ მაქვს“, - ამბობს ბარათაშვილი.