Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სამინისტრო იფან ემანუელ ანიგბოს ოპერაციის ხარჯებს ნაწილობრივ დაუფინანსებს

13 იანვარი, 2017 18:12

ჯანდაცვის სამინისტრომ იფან ემანუელ ანიგბოს, ქვედა ყბის ძვლის სიმსივნის  ოპერაციის ხარჯები რეფერალური მომსახურების პროგრამიდან ნაწილობრივ დაუფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ ჯანდაცვის სამინისტორში დაუდასტრეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება რეფერალური პროგრამის კომისიამ დღეს მიიღო.

იფან ემანუელ ანიგბოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს. ის ფეხბურთელია და საქართველოში 5 წელია ცხოვრობს. მას მაისში კონტრაქტი ოფიციალურად დაუსრულდა და ახლა უმუშევარია. 

რეფერალური პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად მისმა მეუღლემ მაკა ნეფარიძემ განცხადება 8 დეკემბერს შეიტანა, თუმცა პირველ ჯერზე მათ დახმარებაზე უარი უთხრეს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მისი მეუღლე, მაკა ნეფარიძე ამბობდა, ანიგბოს ოპერაცია 9 100 ლარი ჯდება, რის გადახდაც ოჯახს არ შეუძლია, რადგან მათ არ აქვთ სამსახური, ცხოვრობენ ქირით და ჰყავთ 4 თვის ბავშვი.

„ლიბერალთან“ საუბრისას, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამინისტრო მზაობა გამოთქვა კომისიის უახლოეს სხდომაზე განმეორებით განეხილა ემანუელ ანიგბოს სამედიცინო სერვისების დაფინანსების საკითხი.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ანიგბო რეფერალური პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით ოპერაციისთვის საჭირო ხარჯებს ნაწილობრივ დაფარავს.

რატომ არ ეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იფან ემანუელ ანიგბოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^