Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა

14 იანვარი, 2017 17:58

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.

ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახლდათ. მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^