Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი კვირიკაშვილმა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დააანონსა

16 იანვარი, 2017 10:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დააანონსა. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების თანამშრომლობით, შემუშავდება ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამა, რომელშიც ყველა ბავშვი იქნება ჩართული.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში მინდა დღეს დაავანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართული თანამდედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა ბავშვს, ყველა სკოლას შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან, ასევე სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ფედერაციებთან შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომელშიც ყველა ბავშვი იქნება ჩართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინიციატივის შესახებ პრემიერმა დღეს, ისნის რაიონში ათას მოსწავლეზე გათვლილი 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^