Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: ენმ-თან შედარებით NATO-ში გაწევრებას „ოცნების“ მხარდამჭერთა 19%-ით ნაკლები ემხრობა

16 იანვარი, 2017 11:25

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთაგან NATO-ს წევრობას 61% უჭერს მხარს, ხოლო 25% წინააღმდეგია. 

ასევე, ენმ-ის  მხარდამჭერთა 19%-ით მეტი უჭერს მხარს NATO-ში გაწევრებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შედარებით.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 60%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო ენმ-ის მხარდამჭერთა - 79%.

გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 18%-სთვის კი - მიუღებელია.

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდს. კვლევა საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

 NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^