Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: ქალების 55% ეთანხმება მოსაზრებას, რომ კაცები ხელს უშლიან ქალების პოლიტიკაში ჩართვას

16 იანვარი, 2017 11:31

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ქალების 55% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში კაცები ხელს უშლიან ქალების ჩართვას პოლიტიკაში. რაც შეეხება კაცებს, ამ მოსაზრებას მათი 42% ეთანხმება, ხოლო 51% - არა.

შეკითხვაზე, ოჯახური ვალდებულებების გამო, საქართველოში ქალებს არ რჩებათ დრო პოლიტიკისთვის - ამ მოსაზრებას კაცების 60% ეთახმება, ხოლო ქალების - 56%.

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავდა 4 ნოემბრიდან  4 დეკემბრამდე პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^