Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16 იანვარი, 2017 15:09

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალის საფუძველზე, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ სვანეთშია გადაღებული, ჩანს, თუ როგორ აჩხუბებს ათეული ადამიანი ძაღლებს. 

ვიდეოს გავრცელებისთანავე Facebook-ზე ბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.

„მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა და რეაგირება ყოველთვის არის ნული, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც პირუტყვები არაადამიანურად ეპყრობიან ცხოველებს და ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ის გაატარებს როგორც არაფერი, გეგონება არაფერი არ მომხდარიყოს და ეს ჩვენი ინდეფერენტიზმის ბრალი იქნება! როცა არსებობს კანონი, ის კანონი უნდა კანონობდეს, მას ძალა უნდა ჰქონდეს, ძალას კი კანონებს ჩვენ ვაძლევთ, ეს მთავრობა კი ჩვენი დაქირავებულია, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ხოდა ნება იბოძონ, ტრაკი გაანძრიონ და ის არაადამიანები სათანადოდ დასაჯონ, აქ მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არაა საუბარი, აქ ჩვენ დამოკიდებულებაშია პრობლემა, თუ გვინდა ოდესმე დავემსგავსოთ ნორმალურ ქვეყანას, ამ ყველაფერზე უნდა გვქონდეს სათანადო რეაგირება" - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

 მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^