Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ პარლამენტს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმების წინადადებით მიმართა

16 იანვარი, 2017 17:04

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადების წარდგენის ვადა მხოლოდ 3 სამუშაო დღეა, შესაძლოა გაუქმდეს. შესაბამისი ცვლილების შეტანა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში იგეგმება და საკანონმდებლო წინადადების ავტორი საქართველოს მთავრობაა. 

წინადადების თანახმად, დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადებიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე.

იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკიმენტაციაში ცვლილებების შეტანის წესიც. კერძოდ, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეიტანს ცვლილებებს სატენდერო პირობებში, სატენდერო გამოცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმ ვადით, რაც გასულია ტენდერის გამოცხადებიდან ცვლილების განხორციელებამდე.

„პრეტენდენტს შეეძლება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, დაირღვა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები და ამავდროულად შეილახა მისი უფლებები; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისთვის დგინდება საფასური, რომელიც იქნება შესყიდვის სავარაუდო ღრებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არუმეტეს 500 ლარისა; კანონში ხორციელდება ასევე ტექნიკური ცვლილებები" - ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^