Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაუწყებლის ბორდის უფლებამოსილების შეზღუდვაზე პროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

16 იანვარი, 2017 18:51

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტის მოსამზადებლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომლის შემადგენლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტები ჩაერთვებიან. 

საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ „მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმადაც, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები უნდა შეიზღუდოს, დირექტორის კი - გაიზარდოს.

კერძოდ, წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებასა და ბიუჯეტში ცვლილებები არ უნდა გატარდეს სამეურვეო საბჭოს ინიციატივის საფუძველზე, „რადგან აღნიშნული წესი არღვევს ხელმძღვანელ ორგანოთა ბალანსს და უკიდურესად ზრუდავს დირექტორის უფლება-მოვალეობებს".

წინადადების ავტორთა აზრით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან უნდა ამოიღონ 30-ე მუხლის ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სამეურვეო საბჭო ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პრინციპებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს. ავტორთა აზრით, ზემოაღნიშული ნორმა არის მენეჯმენტის მარეგულირებელი, რაც გენერალური დირექტორის ფუნქციაა და ამით იზღუდება დირექტორის უფლებამოსილებები. ავტორთა აზრით, „თ" ქვეპუნქტის ეს რედაქცია უნდა დაემატოს კანონს 32-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესს და უფლებამოსილებას.

წინადადების ავტორთა აზრით, გენერალურ დირექტორს შრომით ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში მოქმედების თავისუფლება უნდა მიეცეს.

„წინადადების ავტორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გენერალური დირექტორის უფლებამოსილება უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობების დადგენა, უნდა აღინიშნოს, იმის გვათვალისწინებით, რომ კანონის თანახმად, გენერალური დირექტორი წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, ამასთან, სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი სარგოების, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს, რითაც სამეურვეო საბჭოს რჩება ფინანსური კონტროლის მექანიზმი გენერალური დირექტორის მიერ შრომით ხელშეკრულებების დადებაზე, ამასთან, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად კანონი ადგენს გარკვეულ პირობებს შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადასთან მიმართებით, კერძოდ, შრომით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, მიზანშეწონილი იქნება, გენერალურ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^