Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტი ფემიციდთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელებს

16 იანვარი, 2017 19:40

„საკანონმდებლო წინადადების შემოთავზების მიზეზია ფემიციდის - გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალების მკვლელობის გახშირება, ამ მოვლენის მიმართ პარლამენტისა და საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება. გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის,  რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2014-2015 წლებში. საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 60-ს მიაღწია, ეს რიცხვი იზრდება, რაც საგანგაშო სტატისტიკაა, „- ასე ასაბუთებენ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მათ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსს  უნდა დაემატოს ცალკე მუხლი ფემიციდი, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებილი დანაშაული.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლს დაემატება ნაწილი სახელწოდებით - ფემიციდი, რაც გულისხმობს ქალის განზრახ მკვლელობას გენდერის ნიშნის მიხედვით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის ან  უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ასევე,  ჯგუფურად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 14-დან 20 წლამდე.

საკანონმდებლო წინადადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ფემიციდი ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, თუმცა იგი ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული. შესაბამისად, ფემიციდის აშკარა გამოვლენის შემთხვევაშიც კი გამოძიება იძულებულია იხელმძღვანელოს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა საჭიროებს  დახვეწას. 

როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, საკანონმდებლო ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ აღიქვამს ქმრის, პარტნიორის, ყოფილი ქმრის/პარტნიორის მიერ ქალის მოკვლას უთანასწორობით გამოწვეულ დანაშაულად (მას სხვა კატეგორიის მკვლელობად განიხილავს). აქვე აღნიშნავენ, რომ სრულიად დაუსაბუთებლად ჭიანურდება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რაც აფერხებს საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მოვლენისათვის საკუთარი სახელის დარქმევას.

„საკანონმდებლო წინადადების მიზანია, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და ფატალური შედეგით დასრულებული გენდერის ნიშნით უთანასწორო და დისკრიმინაციული მოპყრობა ანუ ფემიციდი, როგორც ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით და მოტივირებულია ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, აღიაროს განსაკუთებით მძიმე დანაშაულად, „- ნათქვამია კანონპრპექტის დასაბუთებაში.

საკანონმდებლო წინადადებას ხელს აწერენ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, მარიამ ავალიშვილი, მარიამ ბერაძე, თამარ ხიდაშელი.

პარტიის წევრები ფემიციდის მუხლის დამატებას კანონმდებლობაში გასულ წელსაც ითხოვდნენ და პარლამენტს კანონპროექტიც წარუდგინეს, თუმცა განხილვისას დეპუტატებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^