Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

17 იანვარი, 2017 12:06

თურქეთის პოლიციამ ახალ წელს სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგი 4 სხვა ეჭვმიტანილთან ერთად იმალებოდა. 

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ყირგიზული წარმოშობის მამაკაცსა და ეგვიპტური წარმოშობის სამ ქალთან ერთად დააკავეს სტამბოლში. 

„ომი ტერორისა და მის მიღმა არსებული ძალების წინააღმდეგ ბოლომდე გაგრძელდება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ნუმან კურტულმუსმა. 

თავდასხმაზე, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მათ განცხადებით, ეს იყო შურისძიება სირიაში თურქი სამხედროების მოქმედებების საპასუხოდ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^