Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიაში მოღვაწე მღვდლები ეპარქიის მმართველად სერაფიმე ჯოჯუას დანიშვნას ეწინააღმდეგებიან

17 იანვარი, 2017 15:08

გერმანიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) სავარაუდო დანიშვნას აპროტესტებენ და კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში, რომელიც მათ Facebook-ზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ სამღვდელოებისა და მრევლისთვის აღნიშნულ ეპარქიაში მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა სრულიად მიუღებელია.

„გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტი

გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე
ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი

არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი) 
ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი

არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე) 
ქ. ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი

17 იანვარი, 2017 წელი" - ნათქვამია განცხადებაში. 

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით - „ტაბულას" ინფორმაციით, ამის შესახებ ეპარქიის მრევლს 2016 წლის 24 აპრილს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განუცხადა.

მიტროპოლიტის გადაწყვეტილების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტი სერაფიმე წარადგინეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^