ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა იყო. 19%-ისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის ჯანდაცვის პოლიტიკა, 10%-ისთვის პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკაშირებით, 9%-ისთვის საგარეო საკითხები, 8%-ისთვის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პოზიცია, ხოლო მხოლოდ 5%-ისთვის იყო მნიშვნელოვანი პარტიის განათლების პოლიტიკა.
გამოკითხულთა 2%-ისთვის სხვა საკითხები იყო მნიშვნელოვანი, 9%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 3%-მა უარი თქვა პასუხზე.
კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.