Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ამის ატანას არ ვაპირებთ" - შეხვედრა სამინისტროში კლინიკებთან სამომავლო თანამშრომლობაზე

18 იანვარი, 2017 13:19

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროში წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები გააცნო.

შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც რიგი კლინიკების შემთხვევაში აქვს ადგილი.

„ალბათ, გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ არ გამოუყენებია რეპრესიული და სამაგალითო დასჯის მეთოდები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინი და მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისადმი. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეხვედრაზე მან კლინიკების მხრიდან გარკვეულ მოქმედებებთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანების ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა და თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო მათ უმორჩილესად სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგონ, რათა სამედიცინო ნარჩენები ეზოში  არ ეყაროს, მათგან კი ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია კლინიკებზე არ არის განაწილებული და აბა როგორ მოვახერხოთო. სამაგიეროდ, შესასვლელში შლაგბაუმია, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში, მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმის შემოსავალს დიდი წარმატებით ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ვითომდა არა აქვთ განაწილებული. ეს აჩვენებს კლინიკების დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი“, - აცხადებს სერგეენკო.

მისივე თქმით, ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ  სამინისტროს მიერ გადახდილი თანხის უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯისკენ, რაც არის მენეჯმენტისა და მმართველების მოგება და მინიმალური თანხაა მიმართული პაციენტის მოვლისკენ და იმ ექიმების, ექთანებისა და პერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვერანაირად გავაგრძელებთ ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ასევე გამოიკვეთა კლინიკები, რომლებმაც დააფუძნეს ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება.

„ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან  ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას“, - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა ვითარება, როდესაც „სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ მოწესრიგებულად იხდის თანხას, მოთხოვნილი თანხის თითქმის 90% გადახდილია და მხოლოდ 10%-ია დარჩენილი, როგორც სადავო ნაწილი, კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს, ექთანებს, რომლებიც უშუალოდ მკურნალობენ პაციენტებს, უთხრან, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გაძლევთ ხელფასს. ამ დროს კი 90% გადახდილი გვაქვს და 10 %-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთანამშრომლობა რომ გვქონოდა“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხების დარეგულირება გაწერილია მეორე ტალღის რეფორმების სამოქმედო გეგმაში.

„ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც განხორციელდება ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე კლინიკის მონაწილეობის ან მისი მონაწილეობის გარეშე. ეს იქნება რეფორმების კომპლექსი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება პაციენტის მოვლის ხარისხი“, - აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^