Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა გაზპრომს!" ► კანცელარიასთან „გაზპრომთან" ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია იმართება

18 იანვარი, 2017 20:15

მთავრობის კანცელარიის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს" შორის გაზის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებენ.

როგორც 11 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, საქართველო „გაზპრომთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თუკი წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ გაზის 10%-ს იღებდა, ახალი ხელშეკრულებით ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები „გაზპრომთან" შესაბამისი ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდიან. 

„საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება - იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ. 

შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. 

გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას.

თუ არ გინდა შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე" - ნათქვამია მათ განცხადებაში.

„გაზპრომთან" შეთანხმების პირობებს აპროტესტებს როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე პრეზიდენტის აპარატი და ოპოზიცია

გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომთან" გააფორმებს, არ გაასაჯაროვებს, რადგან იგი მთლიანად კომერციული საიდუმლოება იქნება. ამის შესახებ „ლიბერალს" ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

სამინისტრო: „გაზპრომთან" ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და არ გასაჯაროვდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^