Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა! - დარგის სპეციალისტები მანიფესტს ავრცელებენ

19 იანვარი, 2017 11:26

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. წესის ცვლილებამ საქართველოში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა გამოიწვია. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს:

„მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40% შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი.

თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე.

2017 წლის საბიუჯეტო დადგენილებით სახელმწიფო ძირეულად ეწინააღმდეგება 2015 წელს მის მიერვე მიღებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმას და უარს ამბობს თანამედროვე, ჰუმანურ და ხარისხიან  ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.

დარგის სპეციალისტთა აზრით დაუშვებელია რეფორმის შედეგად შექმნილი ფსიქიატრიული სერვისის გაუქმება დაფინანსების მოდელის  გაუაზრებელი ცვლილების გამო.

მოვითხოვთ  ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ.

მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ თქვენი ხელმოწერით".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^