Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პოლიციელები მექცეოდნენ აგდებულად" - სასულიერო პირის სახლიდან კანაფის ორი ძირი ამოიღეს

19 იანვარი, 2017 13:38

სასულიერო პირი გიორგი ჯახუა აცხადებს, რომ  პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას კანაფის  ორი ძირი ამოიღო. მისივე თქმით, სახლის ჩხრეკისას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აგდებულად და დამცინავად ეპყრობოდნენ.

„17 იანვარს, 00:05 წუთზე დამიკაკუნეს კარებზე და მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ინფორმაცია გვაქვს, რომ თქვენთან ინახება დიდი რაოდენობით  კანაფიო. ჩაატარეს ჩხრეკა. რომ მოვთხოვე ორდერი, არ ჰქონდათ. გადაუდებელი აუცილებლობა არის თქვენი გაჩხრეკაო, ასე მითხრეს. 7 კაცი იყო მოსული, შეიარაღებულები. დაიწყეს სახლის ჩხრეკა. დამიწყეს ქილიკი, დაცინვა, აგდებული ლაპარაკი. ჩემი გარდერობიდან ნივთებს ირგებდნენ, თავზე შლიაპა დაიხურეს - „მევასება, სიმონ, ამნაირი ქუდებიო“.  კარადის თავზე იდო ბავშვის სათამაშო იარაღი, ეს რა კარგი რაღაც ყოფილაო, თქვა ერთ-ერთმა და ჩაიდო ჯიბეში, წაიღო“, - ამბობს ჯახუა.

„მერე კი „ხარება და გოგიას“ ფილმში რომაა, დახოცილებთან რომ სურათებს იღებენ, ამ კანაფის ფონზე დამაყენეს, ამომიდგნენ გვერდში, ხელი გადამხვიეს და სელფების გადაღება დამიწყეს.  ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კანაფი, ორი ძირი. წამართვეს ბავშვის სათამაშო იარაღი და მცდელობა ჰქონდათ ჩემი შლიაპის წაღების“, - ამბობს ჯახუა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი ჯახუა აცხადებს, ის მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით იყენებდა.

„ავად ვარ, მაქვს B ტიპის დიატები, პანკრიატიტი, ხოლეცისტიტი, C ჰეპატიტი, ასევე ღვიძლზე  მაქვს ავთვისებიანი სიმსივნის ნიშნები. შეჭირვებულად ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის ბიუჯეტი რასაც გასწვდებოდა, იმ გზას მივმართე, ორი წელიწადი ვარსებობ ამ მცენარით“, - ამბობს ჯახუა.

მისი თქმით, მარიხუანას ტკივილის, უმადობის დასაძლევად იღებდა.

„შაქარიც ნორმაში მიდგება ამას რომ ვიღებ, წნევასაც მირეგულირებს. ფიტოთერაპიით ვარ დაინტერესებული. შევისწავლე, ინფორმაცია მოვიძიე. კანადელ მეცნიერ რიკ სიმსონთან მაქვს უშუალო კავშირი, რომელმაც კაცობრიობას კიბოს წამალი აჩუქა. მეც დავიწყე ამის პრაქტიკაში გამოყენება“, - ამბობს ჯახუა.

მისი თქმით, სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ორი ძირი კანაფი. ერთი იქნებოდა 70 სმ, მეორე კი დაახლოებით 1 მეტრამდე. თავად დაკითხულია მოწმის სახით.

„ელოდებიან ექსპერტის დასკვნას, ეს ნამდვილად კანაფია და არა ქინძი, რომ მსვლელობა მისცენ საქმეს. საქმეს მიმართულება აქვს 265-ე მუხლის მეორე ნაწილი“, - ამბობს ჯახუა.

სასულიერო პირის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია დღეს „გირჩის“ ქუთაისის ოფისმა გაახმაურა. „გირჩის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის თქმით, ისინი სასულიერო პირს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.

მარიხუანა, როგორც წამალი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^