Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირმა ინაშვილი: ენერგეტიკის მინისტრმა „გაზპრომთან" შეთანხმებაზე პარლამენტში უნდა ისაუბროს

19 იანვარი, 2017 13:39

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ „გაზპრომთან" ხელშეკრულების დეტალებზე პარლამენტში საფუძვლიანი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ინაშვილი შეთანხმებაში გარეგნულად  „საფრთხისშემცველ პროცესს" ხედავს. 

შეკითხვაზე, აპირებს, თუ არა, რომ მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს, ინაშვილი პასუხობს, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან „საინტერესო და აუცილებელი იქნება, ენერგეტიკის მინისტრმა საფუძვლიანი არგუმენტები წარმოადგინოს"

ინაშვილის თქმით, ხელშეკრულების ირგვლივ როგორც მინისტრის, ასევე ზოგადად ხელისუფლების არგუმენტები თავიდანვე ძალიან ბუნდოვანი იყო.

„ხელისუფლება და ენერგეტიკის მინისტრი საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის სასარგებლო კონტრაქტი ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არის სამართლიანი შეკითხვები კონტრაქტის ირგვლივ. ამ ხელშეკრულებას დაედო საიდუმლო, რაც ჩემი აზრით არასწორია, რადგან საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კონტრაქტი უნდა იყოს საჯარო და შესაბამისად, თუ ეს კონტრაქტი იქნებოდა საჯარო, თუ იქნებოდა უფრო დეტალურად ახსნილი, რა შეთანხმება გააფორმა ქართულმა მხარემ „გაზპრომთან“, მაშინ არ იქნებოდა ეს აჟიოტაჟი. შესაბამისად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენერგეტიკის სამინისტროსგან წერილობით მოვითხოვე ამ კონტრაქტის ასლი. მინდა, დეტალურად გავეცნო მის შინაარსს, რის შემდეგაც მექნება მეტი საშუალება კომპეტენტური კომენტარისთვის" - თქვა ინაშვილმა. 

მისი თქმით, საჭიროა ბუნდოვანების გაქარწყლება და შეთანხმებაზე ღიად საუბარი. 

„გარედან რაც ჩანს, არის საფრთხისშემცველი ელემენტები, რადგან არ ვიცით, სინამდვილეში რა წერია კონტრაქტში. თუ გვეცოდინება, რა წერია, უფრო თამამად შევაფასებთ. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის აზრით, რაღაც საფრთხისშემცველ პროცესს ვხედავ და ეს განცდა რომ მოიხსნას, საჭიროა ამ ბუნდოვანების დანგრევა. ბუნდოვანება ყოველთვის ცუდია. თუ სასარგებლო კონტრაქტი დადე ჩვენი ქვეყნისთვის, რა არის ამაში დასამალი? გახსენი და ღიად ვილაპარაკოთ ამაზე. რა პლუსს და მინუსს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ღიად გვითხარი. თუ მინისტრს დაიბარებს უმცირესობა და ოპოზიციური ფრაქცია, ჩვენი სახით, ის ვალდებულია, მობრძანდეს და ახსნა-განმარტებები მისცეს ფრაქციებს წარმომადგენლებს. რატომ მარტო უმრავლესობა?" - თქვა ინაშვილმა. 

გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტში მისასვლელად, თუკი უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები ამის სურვილს გამოთქვამენ.

„თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი, უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, მივიდე ჩემი გუნდით, მოადგილეებით და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია”, - განაცხადა კალაძემ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^