Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესპუბლიკური პარტია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს

19 იანვარი, 2017 13:41

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. პარტიის განცხადებას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ. 

„ჩვენ, რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით შეთავაზებული ცვლილებების გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ, იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მედიის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წარმოდგენილი ცვლილებებით შემოთავაზებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა.

საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება. უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია  ერთის მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლესს მმართველ ორგანოს საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ჰქონდეს შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები (გენერალური დირექტორის ასარჩევი კონკურსი) ნათლად აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცედურები იქცა ფსევდოგამჭვირვალობად და გადაწყვეტილებების მიღება გადაიზარდა თვითნებობაში. ამ ფონზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადედების გაზიარება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგუმლი ნაბიჯი გამჭვირვალობის და მმართველ ორგანოებს შორის ურთიერთბალანსის უზრუნველსაყოფად." 

მაუწყებლის ბორდის უფლებამოსილების შეზღუდვაზე პროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^