Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცხის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

19 იანვარი, 2017 14:41

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კაცხის მონასტრის სარესტავრაციოდ და  მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონების მოსაწყობად 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 

კაცხის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ითვალისწინებს: 

მონასტრის გარე ფასადსა და ინტერიერში დაზიანებული ადგილების აღდგენასა და, საჭიროების შემთხვევაში, დაკონსერვებას.

ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ ტურისტული ცენტრი შენდება. პროექტი ღია ტერასის მოწყობას ითვალისწინებს, ასევე წყაროს აღდგენა-მოპირკეთებას, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მონტაჟს და ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი, ღია აივნის მოწყობას.  გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის. 

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება. რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^