Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი“: შსს-ს განცხადება დიაკვნის საქმეზე შერჩევითი მართლმსაჯულების დადასტურებაა

19 იანვარი, 2017 18:43

„გირჩი“ დიაკვან გიორგი ჯახუას საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პირი, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

„გირჩი“ განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს განცხადების ამ პასაჟს, ვინაიდან გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას.

მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია, მოქალაქეთა ნაწილი - პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ“, ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ“ ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანის ბუნებრივ, ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში, კანაფის დათესვისა და კულტივაციის გამო არ იდევნებოდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან უწყებებს, თუ აპირებთ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს კანაფის კულტივაციის გამო, ეს პროცესი დაიწყოთ „გირჩის“ იმ წევრებისგან, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ ეს ე.წ. „დანაშაული“, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი მორალური უფლება არ გრჩებათ, მალულად „უსწორდებოდეთ“ ქვეყნის წესიერ მოქალაქეებს," - ნათქვამია „გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^