Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმერეთში მანდატურმა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა

19 იანვარი, 2017 21:34

იმერეთში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა. „ტელეკომპანია” „მაესტროს“ ინფორმაციით  მანდატური 40 წლისაა, ხოლო 15 წლის მოსწავლე აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. 

შსს-ს ინფორმაციით  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, რომ მანდატური  მათი თანამშრომელი აღარ არის. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა ეს ფაქტი, მანდატურის სამსახურმა თავისი მოვალეობა შეასრულა, შეატყობინა სოციალურ სააგენტოს და აღნიშნულ ფაქტზე  მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^