Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ შოთა ხინჩა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად არ ცნო

20 იანვარი, 2017 13:26

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერი გულუაშვილის გადაწყვეტილებით, „თეთრი ხმაურის“ აქციაზე დაკავებულ შოთა ხინჩას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება შეწყდა. 

რაც შეეხება მირიან მალაყმაძეს, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის [ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი] 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

შოთა ხინჩა და მირიან მალაყმაძე 10 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

წინა პროცესზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შოთა ხინჩას და მირიან მალაყმაძის ადმინისტრაციულ პატიმრობა მოითხოვა.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, აქციზე ისინი არაერთი მოწოდების მიუხედავად, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ადვოკატი ანი ნასრაშვილი აცხადებდა, როდესაც ეს ორი ადამიანი დააკავეს, პოლიციის თანამშრომლებისგან მათ მიმართ არ ყოფილა ინდივიდუალური გაფრთხილება და ინდივიდუალური მოწოდება, რაც არის წინაპირობა 173-ე მუხლის. 

„მოთხოვნები რომც წაეყენებინათ, შოთას შემთხვევაში განსაკუთრებით, იმ არეულობასა და ჭყლეტაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო პოლიციის მოთხოვნის შესრულება, რასაც წარმოდგენილი კადრებიც ადასტურებს. მირიანის შემთხვევაში კი მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, როდესაც პოლიციის თანამშრომელმა პირდაპირ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა იგი“, - ამბობს ნასრაშვილი.

პოლიციის თანამშრომლები კი აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე, არ იყო საჭიროება, მათ გზის სავალი ნაწილი დაეკავებინათ.

„შესაძლებლობა იყო, რომ არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი. მიუხედავად ამისა, ეს პირები გადმოვიდნენ გზის სავალ ნაწილზე, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების პიკეტირება, არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამაშველო და სახანძრო ბრიგადების, რასაც შესაძლოა გამოეწვია გარკვეული პრობლემები, რომლებიც გამოძახებაზე მიდიოდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც გავაკეთეთ ჯაჭვი, ხალხის მასა უკვე აქეთ გვაწვებოდა, მათ შორის იყო შოთა და ჩვენი არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან, იგი ბოროტად არ დაგვემორჩილა და იგივე ქმედება გააგრძელა. ამას მოჰყვა მისი დაკავება. მირიან მალაყმაძესაც მოვუწოდებდით, რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან, რის შემდეგადაც ის გამოეყო აქციის წევრებს და დაჯდა გზის სავალ ნაწილზე. ამის გამო მოხდა მისი დაკავება“, - აღნიშნეს პოლიციელებმა.

შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძეს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევასაც ედავება. ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^