Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან 3 უმრავლესობის წევრია

20 იანვარი, 2017 13:29

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატურას განიხილავს, რომელთაგან სამი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. მდინარაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი მანანა კობახიძეა. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურას 23 იანვარს წარადგენს. ამის შესახებ მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღის ვადაში უნდა მოხდეს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^