Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი წულუკიანზე: წარმოადგინოს ფაქტი, რომ მოსამართლეების სია ჩავაგდე ან ბოდიში მოიხადოს

25 იანვარი, 2017 18:18

„მე ვფიქრობ, ალბათ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში მოიხადოს”, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი არაერთ შეხვედრას მართავს, მათ შორის სტრასბურგში და ევროსაბჭოს წარმომადგებლებთან, სადაც ამ საკითხზეც საუბრობენ. თუმცა, ომბუდსმენის განმარტებით, მათ რაიმე განსაკუთრებული არ უსაუბრიათ, რაზეც საჯაროდ არ საუბრობენ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მინისტრის შეფასება მისთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია.

”მისი განცხადება არის არასწორი ინფორმაცია, შეიძლება ითქვას ეს არის ცილისწამება, ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი, ასევე დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ. სახალხო დამცველმა მანამდე არაერთხელ აღნიშნა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ პროცესში არსებობდა. ჩვენთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა ერთი კანდიდატის ჩანაცვლება მეორით. უფრო მაღალი ქულის მქონე კანდიდატის ჩანაცვლება უფრო დაბალი ქულის მქონე კანდიდატით. კითხვის ნიშნები არა ერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი აქამდე არ მიგვიღია” , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი სახალხო დამცველია, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^