Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

28 იანვარი, 2017 14:38

მექსიკის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონი საუბარი პირველად შედგა მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტმა  შეხვედრა გააუქმა დონალდ  ტრამპთან. 

დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ იმატა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი მექსიკა კედლის საკუთარი სახსრებით აშენებაზე უარს იტყვის, ის მექსიკის პრეზიდენტს არ შეხვდება. ამ განცხადებას მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პიენა ნიტო „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. მისი თქმით, მექსიკა კედლის მშენებლობისთვის არ აპირებს გადახდას და შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ არ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს.

გავრცელებული ინფორმაციით ტრამპმა და ენრიკე პიენა ნიტომ ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობებზე, კონკრეტულად კი ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობაზე, რაზეც აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ. თუმცა არც ერთი მხარე არ საუბრობს აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედლის მშენებლობასთან დაკავშირებულ დეტალებზე. მხარეები ამბობენ, რომ ამ საკამათო საკითხზე ჯერჯერობით განცხადებებს არ გააკეთებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^