Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქიტექტურის სამსახურმა თბილისის ათეშგას წინ კაფეს დაშენების პროექტი დაამტკიცა

31 იანვარი, 2017 11:27

ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა არ გაითვალისწინა შენიშვნები და დაამტკიცა ათეშგას წინ, გომის ქ. 1-ზე კაფეს დაშენების პროექტი.

„სამწუხაროდ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა არ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები, მოთხოვნები, პროტესტი და ორი დღის წინ მაინც დაამტკიცა ათეშგას წინ, გომის ქ. 1-ზე კაფეს დაშენების პროექტი და რაც თითქმის არასდროს ხდება, მეორე დღეს გასცა მშენებლობის ნებართვა.

პროექტი მცირედ სახეცვლილია, ტერასის განაშენიანებული პერიმეტრი ოდნავ შემცირებულია, კიბის უჯრედის მოცულობა არ ამოდის არსებული მოცულობის ნიშნულს ზემოთ და დაშენების დიზაინი ნაკლებ აგრესიულია. 4 იანვარს იკომოსის წერილისა და გვერდით მდგომი სახლის მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე მიწვეულები ვიყავით მერიის არქიტექტურის სამსახურში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნები და არგუმენტები. სამწუხაროდ ეს არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული.

რენდერზე გამოსახული ერთი შეხედვით "გამჭვირვალე" და "მსუბუქი" მოცულობის შიგ, ნახაზებზე განთავსებულია: საპირფარეშო, ლიფტი და ბუფეტი. შესაბამისად კარგად გესმით, რომ ვიზუალურად სულ სხვა ეფექტს მივიღებთ. სწორედ ეს პრეტენზია გვქონდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში ჩვენს კოლეგებთან, როდესც გავაკრიტიკეთ პრინციპული თახმობა (თუნდაც შენიშვნებით) ესკიზურ წინადადებაზე, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ყველფერს ხელს ისიც უწყობს, რომ ისტორიულ თბილისში მიმდინარე მსხვილმასშტაბიანი მშენებლობების ფონზე ეს შემთხვევა იკარგება და ძნელად აღსაქმელია, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც ჩინოვნიკებისთვის, ისე საზოგადოების ნაწილისთვის.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ როგორმე უნდა მივაღწიოთ თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ძალიან დეტალურ დამუშავებასა და დამტკიცებას. სხვა საკანონმდებლო და მარეგულირებელი მექანიზმები საქართველოში არ ჭრის. არსებული ინსტიტუციური ინფრასრუქტურის ხარვეზების, პოლიტიკური წნეხის, პროფესიული ეთიკისა თუ კვალიფიკაციის პირობებში ყოველთვის იქნება ინტერპრეტაციის საშუალება და საჭირო ღონისძიებებისგან გვერდის ახვევის საშუალება“.-ნათქვამია ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაში.

2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა გასცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სამზარეულოს დაშენების მიზნით.

თბილისის ათეშგას დასაცავად - რატომ შიშობენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^