Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუმინეთში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა

02 თებერვალი, 2017 12:35

რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში  ფართომასშტაბიანი აქციებით გააპროტესტეს მთავრობის განკარგულება, რაც კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. გადაწყვეტილება სამშაბათს ღამით მიიღეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი უკანდახევა მას შემდეგ, რაც რუმინეთი 2007 წელს ევროკავშირში გაწევრდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, გუშინ ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 250 000 ადამიანი აპროტესტებდა ამ გადაწყვეტილებას.

აქციის მონაწილეების ერთმა ჯგუფმა ქვები და ფოიერვერკები ისროლა პოლიციის მიმართულებით, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი გამოიყენა. ქვების სროლის შედეგად დაშავებულია ორი პოლიციელი და ორი მოქალაქე. 

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდანუს განცხადებით, საჭიროა გადატვირთული ციხეების განტვირთვა. მოწინააღმდეგები მას კორუფციაში ბრალდებული პირების მფარველობასა და მათთან კავშირში ადანაშაულებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^