Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფალი გაკვეთილებისთვის საგრანტო კონკურსი თებერვალში გამოცხადდება

02 თებერვალი, 2017 15:01

„თავისუფალი გაკვეთილებისთვის“ საგრანტო კონკურსი თებერვალში გამოცხადდება. როგორც პროექტის მენეჯერმა, ლალი კალანდაძემ „ლიბერალს“ განუმარტა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან დაიწყება საგრანტო განცხადებების მიღება, თუმცა კონკურსი თებერვლის განმავლობაში აუცილებლად გამოცხადდება. მანამდე კი სამინისტროში  სკოლებისთვის გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისია დაკომპლექტდება.

სამინისტრო სკოლებისთვის „თავისუფალი გაკვეთილების“ ჩასატარებლად მცირე გრანტებს გასცემს, რისთვისაც ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში „თავისუფალი გაკვეთილის” ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც 3000 ლარით განისაზღვრება.

ლალი კანდელაკის თქმით, სკოლებმა უკვე დაიწყეს პროექტში ჩართვის მიზნით მომზადება. დაიწყო მოსწავლეების გამოკითხვა, თუ რა მიმართულებით სურთ თავისუფალი გაკვეთილები; აწესრიგებენ ინფრასტრუქტურას, ემზადებიან მასწავლებლებიც, ხდება მოსწავლეების ჯგუფების დაკომპლექტება.

პროექტის ფარგლებში სამინისტროს აქვს პრიორიტეტული მიმართულებები, ესენია,- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ტექნოლოგიების გამოყენება, სამოქალაქო აქტივობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ქვეყნის ისტორია და კულტურა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვამზადებთ სარეკომენდაციო ჩარჩო პროგრამებს, რომლებიც სკოლებს შეუძლიათ რომ გამოიყენონ, გარდა იმისა, რომ თავიანთი ინიციატივები წარმოადგინონ. სარეკომენდაციო ჩარჩო პროგრამები მზადდება სპორტის, კულტურის, წიგნიერების მიმართულებით, ასევე, ინტელექტუალური და შემოქმედებითი კლუბების ჩამოყალიბების მიზნით. იმისათვის, რომ სკოლები კონკურსში ჩაერთონ, საჭიროა, რომ სკოლებში არსებობდეს შესაბამისი რესურსი, როგორც მასწავლებლების, ისე ინფრასტრუქტურის მხრივ. სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი გაკვეთილები, რისთვისაც მოსწავლეთა ინტერესები უნდა იყოს გამოკვლეული, ანუ სკოლაში უნდა დაეკითხონ მოსწავლეებს, რა სახის თავისუფალ გაკვეთილებს ისურვებდნენ“,- ამბობს კალანდაძე.

თავისუფალი გაკვეთილები ორიენტირებული იქნება VII-VIII კლასების მოსწავლეებისთვის, რაც ლალი კალანდაძის განმარტებით, განპირობებულია იმით, რომ შუალედური კლასების დატვირთული პროგრამა მოსწავლეებისთვის თავისუფალი გაკვეთილების მეშვეობით შედარებით განიტვირთოს.

„პროექტში მონაწილეობა ყველა სკოლას შეუძლია, თუმცა აქცენტს ვაკეთებთ მცირეკონტინგენტიან სკოლებზე, ისეთ სკოლებზე, სადაც 200 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს, უფრო დავეხმაროთ, კონკრეტული რესურსებითა და პროგრამებით, მოლოდინი გვაქვს რომ დიდკონტინგენტიანი სკოლებიც წარმოადგენენ თავიანთ განსხვავებულ ინიციატივებს“,- ამბობს ის.

თავისუფალი გაკვეთილებისთვის თითოეული პროექტის ხანგრძლივობა სამი თვე იქნება. პედაგოგმა „თავისუფალი გაკვეთილი“ კვირაში ორჯერ უნდა ჩაატაროს. გაკვეთილზე დასწრება თავისუფალი იქნება. პედაგოგს შეუძლია, „თავისუფალი გაკვეთილი“ თავის ან სხვა საგანში ჩაატაროს. კონკურსში  გამარჯვების შემთხვევაში 3000 ლარიდან 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს - პედაგოგი, 1000 ლარი კი პროექტისთვის საჭირო ხარჯს დაფარავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^