Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

02 თებერვალი, 2017 17:28

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე ობიექტს მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხვდა გიორგი შატბერაშვილის სახლი, კასპის რაიონის სოფ. თვალადში (XVIII საუკუნის შუახანა-XX საუკუნის დასაწყისი).

ასევე, ივრისპირის ნაქალაქარი და ყორღანი, დედოფლისწყაროში - ანტიკური (ძვ.წ. II ახ.წ. IV სს.). ხორანთის ნაქალაქარი, დედოფლისწყარო, ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრიდან 1265 წ. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე რამდენიმე ეკლესიას. მათ შორისაა „სურბ-სარქისის“ ეკლესია, გურჯაანში სოფ. ვაზისუბანში - მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის. მაროდიშის ეკლესია, მცხეთაში, ძველი ქანიდის სასაფლაოზე, რომელიც გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნის.

ნაეკლესიარი ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფ. კალოთაში, რომელიც XI-XIII სს. პერიოდით თარიღდება.

 წმ. დემეტრეს ეკლესია, კასპში სოფ. საქადაგიანოში -  ეკლესია  - 1498 წ.  კარიბჭე - XVII ს-ის ბოლო  XVIII ს. კედლის მხატვრობა - XV –XVII სს. ასევე, წმ. გიორგის ეკლესია, თელავში სოფ. ბუშეტში - XIX-ს.

სიაში მოხვდა კოშკი-სამრეკლო, კასპის რაიონის, სოფ. ხოვლეში, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^